Logo

გურო იმნაძე - ამ ცვლილებებით ფართოვდება საპოლიციო თვითნებობის არეალი და კიდევ უფრო მეტად იზრდება

პოლიტიკა
245
Frontnews image description

ამ ცვლილებებით ფართოვდება საპოლიციო თვითნებობის არეალი და კიდევ უფრო მეტად იზრდება, - ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა გურო იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერატიული საქმიანობა ბევრად ფართოა და მოიცავს თვალთვალს, მიყურადებას.

"ამ ცვლილებებით ფართოვდება საპოლიციო თვითნებობის არეალი და კიდევ უფრო მეტად იზრდება რისკები, რომ ისედაც პრობლემური ოპერატიული საქმიანობა გამოყენებული იყოს ძალიან თვითნებურად, უკონტროლოდ.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დანაშაული, რომელსაც ეს ცვლილებები მიემართება არის ნარკოტიკული და იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებული დანაშაულები. პირველ რიგში, სწორედ ამ ტიპის დანაშაულებზე იქნება ეს მექანიზმი გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ოპერატიული საქმიანობა ბევრად ფართოა და მოიცავს თვალთვალს, მიყურადებას", - განაცხადა გურო იმნაძემ.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლოა დაიფაროს.

Advertisement