Logo

გურო იმნაძე – ჯარიმების პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, სცდება სამართლებრივ ფარგლებს, ეს ემსგავსება გამომძალველობას

პოლიტიკა
560
Frontnews image description

ჯარიმების პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, სცდება სამართლებრივ ფარგლებს, ეს ემსგავსება გამომძალველობას, – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა გურო იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარიმები მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.

“ჯარიმების პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, სცდება სამართლებრივ ფარგლებს. ეს მართლა ემსგავსება გამომძალველობას და მოქალაქეების შანტაჟს, ამ გზით კი პროტესტის ჩახშობას, მაგრამ თუკი ჩვენ შევხედავთ წიენა თვეებში საზოგადოების დამოკიდებულებას, ვხედავთ, რომ ხალხი არ შინდება არც პოტენციური ჯარიმებით, არც ძალადობით ხელისუფლების მხრიდან, ამიტომაც დიდი ალბათობით, ამ ჯარიმებს არ ექნება ეფექტი და ხელისუფლება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენადაა დაშორებული სამართლიანობისა და კანონიერების ფარგლებს”, – განაცხადა გურო იმნაძემ.

Advertisement