ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა


ავტორი
Front News საქართველო
კარიბის ზღვაში, კუნძულ ჰაიტიზე 14 აგვისტოს მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 800-ზე მეტი.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც.
კუნძულზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა განკარგულება, რომ ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებულებს დაუყოვნებლივ გაუწიონ დახმარება.
თაგები:
მიწისძვრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს