“ჰარი პოტერის” და “ვარსკვლავური ომების” მსახიობი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
მსახიობი, რომელიც “ჰარი პოტერის“ ერთ-ერთ ნაწილში, ასევე “ვარსკვლავურ ომებში“ თამაშობდა, ლონდონში გარდაიცვალა.
The Guardian-ის ცნობით, 16 მარტს მსახიობი ჩრდილოეთ ლონდონში, King’s Cross-ის სარკინიგზო სადგურთან იპოვეს. გრანტი უგონო მდგომარეობაში იყო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მსახიობი 20 მარტს გარდაიცვალა.
პოლ გრანტი არ მალავდა, რომ ალკოჰოლით ზედმეტად იყო გატაცებული.
პოლ გრანტი 56 წლის იყო. მსახიობს, რომლის სიმაღლეც 132 სანტიმეტრი იყო, არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის “ლეგენდაში” ტომ კრუზთან ერთად.
თაგები:
მსახიობი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს