Logo

ჰერჩინსკი - ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, "მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას

პოლიტიკა
101
Frontnews
ჰერჩინსკი - ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, "მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას

ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საწინააღმდეგოს მტკიცება არის ევროკავშირის წინააღმდეგ აგიტაციის, გაშავების ნაწილი, გაშავების პროპაგანდის ნაწილი.

"ბევრჯერ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას. საწინააღმდეგოს მტკიცება არის ევროკავშირის წინააღმდეგ აგიტაციის, გაშავების ნაწილი, გაშავების პროპაგანდის ნაწილი. ეს არის ისეთი რაღაც, რაც უნდა გაჩერდეს, თუ გვსურს, კვლავ აღდგეს ნდობა ჩვენს შორის და იყოს დიალოგი ჩვენს შორის. სწორედ ის დიალოგი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა გუშინ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები