
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის რეკომენდაციებში ხაზგასმითაა გამოყოფილი დეპოლარიზაციის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
“მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობა საქართველოში უკვე დაიწყო, პოლიტიკური ძალები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები. ხალხიც გამოდის ქუჩაში იმისთვის, რომ აჩვენოს თავისი ევროპული მისწრაფება და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.
ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, ჩართულია ამ ძალისხმევაში. გვერდზე არცერთი პარტია არ უნდა გადგეს და დამოუკიდებლად არ უნდა იმოქმედოს. ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ იმ შანსის გამოსაყენებლად, რომელიც საქართველოს მიეცა.
ევროკავშირის რეკომენდაციებში ხაზგასმითაა გამოყოფილი დეპოლარიზაციის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია ნეგატიური მახასიათებელია ქართული პოლიტიკური სისტემის.
ამ 4 წლის განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფები, ყველა ხაზს უსვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დასრულება. მთავრობაც, ოპოზიციაც, სამოქალაქო საზოგადოებაც და რიგითი მოქალაქეებიც. ამასვე ფიქრობს ევროკავშირიც. დეპოლარიზაცია აუცილებელია და ეს უნდა უზრუნველყოს ყველა მხარემ. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ დემონსტრაციები, დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, დებატები გამართოთ პარლამენტში ყველა საკითხზე, კანონების შექმნაზე, პოლიტიკურ საკითხებზე, იმაზე, თუ რა გააკეთოთ ქართველი ხალხისთვის. ასეთი დისკუსიები ლეგიტიმურია, მაგრამ დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია პერსონებზე და მათ არალეგიტიმურად ცნობს პოლიტიკაში მსახურებისთვის, არის პოლარიზებული და ასეთ დისკუსიებს თავი უნდა ავარიდოთ“, – განაცხადა ქნირშმა.
თაგები:
ჰუბერტ ქნირში
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს