Logo

მადიარი - უნგრეთი მზად არის, თავისი ტერიტორიის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი უზრუნველყოს

უკრაინა
357
Frontnews
მადიარი - უნგრეთი მზად არის, თავისი ტერიტორიის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი უზრუნველყოს

უნგრეთის ხელისუფლება მზად არის, დაუშვას და უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი თავისი ტერიტორიის გავლით, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა.

მადიარის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტის პლენარულ სხდომაზე კონკრეტული თხოვნით მიმართა პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს, რომ დაუშვან მარცვლეულის ტრანზიტი მათ ტერიტორიაზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მოთხოვნის შესრულებისთვის ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს.

მადიარის თქმით, 3-4 წლის წინ ტრანზიტის კარგად გამართული წესი არსებობდა, რომელიც მოგვიანებით შეწყდა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დიდი დახმარება იქნებოდა, თუ სიმინდის ტრანსპორტირება დასავლეთ ევროპაში რკინიგზით, დალუქული ვაგონებით გახდებოდა შესაძლებელი.

"მე ვთქვი, რომ თუ ეს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე გავლით ტრანზიტია, მაშინ, რა თქმა უნდა, ამისთვის დაბრკოლება არ არსებობს", - აღნიშნა მადიარმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები