იაგო ხვიჩია - არ მესმის, რა მოტივაცია შეიძლება იყოს ისეთი, რომ გამოუშვა მოქმედი პოლიტიკოსების ნაწილი, დატოვო მოქმედი პოლიტიკოსების ნაწილი და პოლიტიკიდან წასული ხალხი


ავტორი
Front News საქართველო
უბრალოდ, არ მესმის, რა მოტივაცია შეიძლება იყოს ისეთი, რომ გამოუშვა მოქმედი პოლიტიკოსების ნაწილი, დატოვო მოქმედი პოლიტიკოსების ნაწილი და პოლიტიკიდან წასული ხალხი, რომლებიც "პრიკუბშია" მოყოლილი და ისე ზის ციხეში, - ამის შესახებ Front News-ს "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მილიონი მოტივი შეიძლება ჰქონდეს ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების.
"პირველ რიგში, ვულოცავ გამოშვებულებს. ზოგადად, შეწყალება ნებელობითი აქტია და არა შემთხვევითი, ეს არ არის არაგანზრახი ქმედება. დაჭერის დროს იცოდნენ თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძემ რომ მალე გამოუშვებდნენ, არ ვიცი.
ყაველაშვილს მილიონი მოტივი შეიძლება ჰქონდეს შეწყალების, ამიტომ, მტკიცებულების გარეშე არ შევალ ამ შეთქმულების თეორიაში.
ერთი თვის წინ საარჩევნო გარემო არ იყო? ან თვე-ნახევრის წინ? არ ვიცი მოტივი, თუმცა ვიცი, რომ მინიმუმ, ბადრი ჯაფარიძე საერთოდ ტყუილად იჯდა ციხეში. უბრალოდ, არ მესმის, რა მოტივაცია შეიძლება იყოს ისეთი, რომ გამოუშვა მოქმედი პოლიტიკოსების ნაწილი, დატოვო მოქმედი პოლიტიკოსების ნაწილი და პოლიტიკიდან წასული ხალხი, რომლებიც "პრიკუბშია" მოყოლილი და ისე ზის ციხეში და მათ არ შეეხოთ შეწყალება, მაგალითად, რა დააშავა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტიკაში და უბრალოდ, ამ შარში მოყვა? ან ბატონმა გივი თარგამაძემ?", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა.
თაგები:
იაგო ხვიჩია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს