იანა ჩერნოჩოვა – ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი


ავტორი
Front News საქართველო
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოჩოვა აცხადებს, რომ მომავალ კვირას უნგრეთში დაგეგმილ „ვიშეგრადის ოთხეულის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება.
“მე პირადად არ წავალ უნგრეთში ვიშეგრადის ოთხეულის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. მათ მომავალ კვირას არჩევნები აქვთ და არ მიმაჩნია სწორად, მივიღო მონაწილეობა იქ მიმდინარე კამპანიაში. მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს „ვიშეგრდის ოთხეულს“ და ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი. დიდება უკრაინას“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის ინიციატივას.
“ვიშეგრადის ჯგუფის“ შემადგენლობაში უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი შედიან. სლოვაკეთისა და პოლონეთის პოზიცია სამიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს