იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა უკრაინაში ჩავიდა. იგი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
როგორც უკრაინაში იაპონიის საელჩოში აღნიშნავენ, ეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პირველი საგარეო ვიზიტია წელს.
“ვიზიტის დროს მინისტრი კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უკრაინის მხარდასაჭერად უცვლელი რჩება დღევანდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაშიც. მინისტრი ასევე აცნობებს უკრაინულ მხარეს შესაბამისი დახმარების დეტალებს და ჩვენს გეგმებს“, – წერს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს