
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ ატარებდნენ წვრთნებს ოპერატიული თავსებადობისა და ნდობის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ეს წვრთნები, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, ცხადყოფს ნატოს ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ. ეს საქართველოსთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, მათ შორის ყველა ქვეყნის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასევე საქართველოს უფლებაა და მას პატივი უნდა სცენ. ძლიერი და ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გასაღებია და ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს