იენს სტოლტენბერგი – ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს

ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს.
“ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ARD-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ალიანსი კვლავინდებურად ემხრობა საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას.
“ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა შეცვალოს კურსი და ჩვენთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი




