იგნატი – რუსები უკრაინას ორი მხრიდან დრონებით უტევენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტები უკრაინას ირანული კამიკაძე დრონებით ორი მიმართულებით უტევენ. უკრაინელი დამცველები უკვე ესვრიან მტრის საჰაერო სამიზნეებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
“ხდება ის, რაც ყოველთვის. დროდადრო მტერი უკრაინას უტევს “შაჰედს-136” ან “შაჰედს-131″-ით. ისინი თავს გვესხმიან ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ეს არის ბრიანსკის რეგიონი, ასევე ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო”, – განაცხადა იგნატმა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები მტრის დრონებზე უკვე ნადირობენ.
ამასთან, იგნატის თქმით, თუ უკრაინელებმა აფეთქებები გაიგეს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს, შესაძლოა, იყოს აფეთქებები.
“უკვე არის გარკვეული შედეგები, რამდენიმე “შაჰედი” განადგურდა კიევის რეგიონში, ისინი გაფრინდნენ ჩერნიგოვის რეგიონიდან, ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქშიც”, – აღნიშნა საჰაერო ძალების სპიკერმა.
უკრაინის რიგ ოლქებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
თაგები:
იური იგნატი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს