
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, დღეს არასასიხარულო ამბავთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ. ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და საქართველოს საელჩოსი უკრაინაში, რომ ისინი არიან აქ, ადგილზე, – განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.
მისი თქმით, ნებისმიერ აგრესიას წინააღმდეგობა ერთიანობით უნდა გავუწიოთ.
“პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორი დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომ 16 თებერვალი გამოცხადებულიყო ერთიანობის დღეს. ეს არის არამხოლოდ ჩვენი, არამედ ერთიანობა ჩვენს ძმებთან და მეგობრებთან – თქვენთან ძვირფასო ქართველო ხალხო. ნებისმიერ აგრესიას და მუქარას, სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს – „ძალა ერთობაშია“.
ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე, მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატოში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია“, – განაცხადა დოლგოვმა.
თაგები:
იგორ დოლგოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს