
ავტორი
Front News საქართველო
სანქციები, რომლებიც გუშინ იყო მიღებული, დღეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნები მნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო აგრესორის შესაჩერებლად.
“რა გვჭირდება დღეს ჩვენ და რას აკეთებს მსოფლიო? – ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ აგრესორის შეჩერება და იზოლაცია. შევაჩეროთ იქ, სადაც ეს არის საჭირო.
სანქციები, რომლებიც გუშინ იყო მიღებული, დღეს უკვე არ არის საკმარისი. უკრაინის შეიარაღებული ძალები საჭიროებენ ასევე სამხედრო დახმარებას, უკრაინა საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინია ასევე საჭიროებს ფინანსურ დახმარებას და რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი მოცულობით ვიღებთ ამ დახმარებას.
უკრაინა ასევე მოითხოვს ხელშეწყობას, სანქციების დაწესებას, სადაც ეს შესაძლებელია, ეს ასევე მოიცავს სვიფტიდან გამორთვას.
პრეზიდენტი ზელენსკი დღეს ესაუბრა ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, შეაფასა ის მხარდაჭერა, რომელსაც ქვეყანა იღებს და აღნიშნა, რომ ბოლოს და ბოლოს გვითხარით, შეძლებს უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან დღეს ამისათვის უკრაინაში ადამიანები იღუპებიან”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
თაგები:
იგორ დოლგოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს