ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს უგზავნის

ავტორი
Frontnews საქართველო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
"ძალიან დაგვამწუხრა თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაციამ.
პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, სამძიმარს გიცხადებთ მომხდარი ტრაგედიის გამო თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ილჰამ ალიევი.
თაგები:
ილჰამ ალიევი




