ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთი დღით გაიფიცნენ


ავტორი
Front News საქართველო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთი დღით გაიფიცნენ.
ისინი უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების - თათია აფრიამაშვილის, ლიკა ლორთქიფანიძის და ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
მათი მოთხოვნა დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა.
სტუდენტების თქმით, დღევანდელი პროტესტი და გაფიცვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს არ ეგუებიან.
"დღევანდელი პროტესტი და გაფიცვა არის კიდევ ერთი რამ, რაც ადასტურებს ჩვენს პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ქვეყანაში იმატებს უკანონოდ დაკავებულების რაოდენობა, რომელთა შორის არიან ბოლო სამი სტუდენტი - ლიკა, ლუკა და თათია, რომლებიც ახლა აუდიტორიებში ჩვენთან ერთად უნდა ისხნდნენ.
მთავრობა გაშინებს და გვეუბნება, რომ ყველას შეგეხებით, გამონაკლისი აღარავინ იქნება, მაგრამ ჩვენ ისევ შემართებით ვართ და დღევანდელი დღე ამის მტკიცებულება იქნება", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
დღის ბოლოს სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველისკენ გადაინაცვლებენ.
სტუდენტებმა 12-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
თაგები:
სტუდენტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს