Logo

ილიაუნის პროფესორები - მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები

Frontnews image description

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული ჩვენი ფაკულტეტის მიმართ. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების მიმართულებების პროფესორების განცხადებაშია აღნიშნული.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, ჩვენ ინგლისურენოვან MBA-ს არ ჰყავს ანალოგი საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამაში ისწავლება მრავალფეროვანი, ინოვაციური და უნიკალური სასწავლო კურსები. ის შემუშავდა ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამა არის სრულიად ინგლისურენოვანი, რაც იძლევა არამხოლოდ ადგილობრივი სტუდენტების ევროპულ უსდ-ში "ერაზმუს+" ფარგლებში სასწავლებლად გაგზავნას, არამედ შესაძლებელს ხდის პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების მიღებას. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს აქვთ ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა (დღეისთვის 26 ქართველ სტუდენტს მოპოვებული აქვს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის კუთხით, 24 ავსტრიელს კი ილიაუნის MBA). რაც შეეხება ტრადიციებს, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბიზნესთან დაკავშირებული ვერცერთი პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ვერ ჩაითვლება ტრადიციულად იმ მიზეზის გამო, რომ სამწუხაროდ, 1990-იან წლებამდე ეს პროგრამები არსად ისწავლებოდა. 12 თებერვლის დადგენილების შედეგად ფაკულტეტის ყველა სკოლაში შემცირდა მისაღები კვოტების რაოდენობა, ბიზნესსკოლაში კი საერთოდ განულდა. ჩვენ პროგრამების მაღალი ხარისხისა და მათზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული ჩვენი ფაკულტეტის მიმართ. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები", - აღნიშნულია განცხადებაში.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგინდება კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებს სასწავლებელი, კერძოდ, ილიას უნივერსიტეტს სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

თაგები:

ილიაუნი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები