ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ავტორი
Front News საქართველო
გაგრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ, 1992 წლის ოქტომბერში, გაგრაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. რამდენიმე დღეში კი, 5 ოქტომბერს სეპარატისტებმა და რუსმა "ბოევიკებმა" განთიადი და ლესელიძე აიღეს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე ტერიტორია დაიკავეს. გაგრის აღების შემდეგ, აფხაზი სეპარატისტები ქალაქში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს