
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური, რაც სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მე არ მაქვს, – აცხადებს “გორჩი – მეტი თავისუფლების” წევრი და ქუთაისის ვიცე- მერობის ყოფილი კანდიდატი იმედა კლდიაშვილი.
“ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე, რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა.
ეხლა ახალი ეტაპი იწყება – არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადას პარტიულ საქმიანობას.
1. პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური, რაც სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მე არ მაქვს.
2. იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვტოვებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას”.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდით ჩემი ამ აქტიურობის პერიოდში”- წერს იმედა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში. იმედა კლდიაშვილი ქუთაისში სუს-ის შენობის წინ მოწყობიული აქცია- პერფორმანსისთვის პირველ ეტაპზე 2000 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ კი რამდენიმედღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რა დროსაც შიმშილობა გამოაცხადა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fimeda.kldiashvili.personal%2Fposts%2F10227304652143984&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”297″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
იმედა კლდიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს