
ავტორი
Front News საქართველო
გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის ლევან ახობაძის სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული, - ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
ლევან ახობაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის ინტერესებს კი ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი იცავს.
რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რა არის ამოღებული ლევან ახობაძის სახლიდან.
„ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის შემიძლია ის გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. ვერ გეტყვით დეტალურად, რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო იმ ნივთების დათვალიერება მოხდა“, - განაცხადა მედიასთან რაჟდენ კუპრაშვილმა.
თაგები:
ლევან ახობაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს