Logo

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი

სამართალი
1 დღის წინ / 07:44
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული ქ.შ.-ს, 1977 წელს დაბადებული ვ.კ.-ს და წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 1976 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები