Logo

იმერეთის რეგიონის ბიზნესსივრცის მენეჯერმა თერჯოლის მერიაში ადგილობრივ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა

რეგიონები
210
Frontnews
იმერეთის რეგიონის ბიზნესსივრცის მენეჯერმა თერჯოლის მერიაში ადგილობრივ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივ მეწარმეებთან, იმერეთის რეგიონის ბიზნესსივრცის მენეჯერმა ელისო ცაგარეიშვილმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის  მიზანს წარმოადგენდა მეწარმეების ინფორმირება  სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისა და სერვისების შესახებ. სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებით,პროგრამა  მნიშვნელოვან შესაძლებლობას უქმნის  მეწარმეებს განავითარონ და გააფართოონ საკუთარი ბიზნესსაქმიანობა და დაამყარონ ახალი პარტნიორული კავშირები.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ასევე, კორპორაციის პროგრამებში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, მიმდინარე სიახლეები და პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრა,  სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ ორგანიზებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ჩატარდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები