ინალ არძინბა – ბელარუსი ჩვენი მეგობარია, საქართველოს რეაქცია არ გვაინტერესებს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ “ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ აინტერესებთ”.
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
“აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის და გეოპოლიტიკური რეალობის სუბიექტი. ჩვენ განვიხილავთ ბელორუსიას, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ესენი არიან ჩვენი მეგობრები. მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს”, – განაცხადა არძინბამ.
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას შეხვდა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა