Logo

ინდოეთმა პაკისტანის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

მსოფლიო
2 დღის წინ / 17:45
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

ინდოეთმა პაკისტანში რეგისტრირებული და სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

India TV-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც მებრძოლებმა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სადავო რეგიონში თავს დაესხნენ.

ეს შეზღუდვა ძალაში იქნება 2025 წლის 30 აპრილიდან 23 მაისამდე, რომლის განმავლობაშიც პაკისტანის თვითმფრინავებს ინდოეთის საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება არ ექნებათ.

ასევე ცნობილია, რომ პაკისტანმა ადრე 2 მაისამდე გამოაცხადა დროებითი ფრენის აკრძალვის ზონა (NOTAM) ისლამაბადსა და ლაჰორზე. ეს გადაწყვეტილება ინდოეთიდან შესაძლო საჰაერო დარტყმის ფონზე იქნა მიღებული. ახალი შეზღუდვების თანახმად, სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავებს ამ ქალაქებზე ფრენა ეკრძალებათ – ასეთი ნაბიჯი ხშირად სარისკო სამხედრო მოქმედებების ან საპასუხო ზომების წინა დღეს იდგმება.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის სერიოზული კონფლიქტი 23 აპრილს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქაშმირის ინდურ ნაწილში “ბოევიკებმა” ტურისტების ჯგუფს ესროლეს, რაც ბოლო წლების ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო, რასაც 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ორი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა ერთმანეთს ომით დაემუქრა და საზღვარზე პირველი შეტაკებები უკვე მოხდა.

ინდოეთმა თავდასხმის ორგანიზებაში პაკისტანი დაადანაშაულა და ასევე დროებით გამოვიდა ისლამაბადთან დადებული ინდუსის წყლების ხელშეკრულებიდან.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ არმიას ასევე მისცა “სრული ოპერატიული თავისუფლება, გადაეწყვიტათ რეაგირების საშუალებები, მიზნები და დრო” ქაშმირში ტერორისტული თავდასხმისთვის.

თაგები:

ინდოეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები