ინდოეთში საქართველოს ელჩმა მუმბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში - Anuga Select India მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Frontnews საქართველო
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა ინდოეთის მუმბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში - Anuga Select India მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ საქართველოს პავილიონში წარმოდგენილნი იყვნენ ქართული აგროსასურსათო სექტორის კომპანიები.
მუმბაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით.
თაგები:
ვახტანგ ჯაოშვილი




