ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა

ავტორი
Front News საქართველო
ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი.
სტიქიის გამო საცხოვრებლის მიტოვება 13 ათასზე მეტ ადამიანს მოუწოდა. დაზიანებულია 2 200-ზე მეტი სახლი.
ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.
თაგები:
ინდონეზია




