ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან 2 228 თბილისში დაფიქსირდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა – 303, იმერეთი – 450, ქვემო ქართლი – 259, შიდა ქართლი – 207, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 210, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც: • 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 500, აჭარაში – 761, იმერეთში – 1 213.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 156, იმერეთში – 425.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 40, იმერეთში – 24.
• 1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 – თბილისში, 406 – აჭარაში.
• 164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




