Logo

ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა

პოლიტიკა
1009
Frontnews image description

მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან რევაზ სოხაძის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

“რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement