იოჰან ვადეპული - პუტინს ომის გაგრძელება სურს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ, ევროკავშირი შეთანხმდება დამატებით სანქციებზე


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო თავდასხმებს დასავლეთმა დამატებითი სანქციებით უნდა უპასუხოს.
"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით. მას ამ ომის გაგრძელება სურს და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, რის გამოც ევროკავშირი შეთანხმდება დამატებით სანქციებზე“, – განაცხადა ვადეპულმა.
რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 367 დრონი გაუშვა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა.
თაგები:
იოჰან ვადეპული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს