Logo

იოზვიაკი - არსებითად, მათი პოზიცია უცვლელი დარჩა, ქვეყანაში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა

პოლიტიკა
146
Frontnews
იოზვიაკი - არსებითად, მათი პოზიცია უცვლელი დარჩა, ქვეყანაში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ დღეს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე მოკლე დისკუსია გამართეს.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა, რომ საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა.

"არსებითად, მათი პოზიცია უცვლელი დარჩა – ქვეყანაში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე დაბლა, ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის გასაგრძელებლად, როგორიცაა დაკავშირებადობა. მინისტრებს შორის უფრო ფართო დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი“, – წერს იოზვიაკი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები