Logo

იოზვიაკი – უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის

პოლიტიკა
602
Frontnews image description

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა, ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები