Logo

ირაკლი აბესაძე - ბევრად უფრო ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს, ვიდრე მხოლოდ გადასახადების შემცირება

პოლიტიკა
115
Frontnews image description

ბევრად უფრო ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს, ვიდრე მხოლოდ გადასახადების შემცირება, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ჩანს მკვეთრი არასწორი ნაბიჯები ეკონომიკური კუთხით, რაც ინფლაციას და ფასების ზრდას იწვევს.

"ფასებთან ბრძოლის მსგავსი პიარული კამპანია რუსეთიდან აქვს კალკირებული "ქართულ ოცნებას". რუსეთში კვერცხის ფასთან ბრძოლით დაიწყო პროკურატურამ და ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ბრძოლა და საბოლოო ჯამში, იქაც სრულ კოლაფსამდე და კატასტროფამდე მივიდნენ, რა თქმა უნდა, აქაც იმავესთვისაა განწირული ეს პიარკამპანიები.

ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად შეამცირეს ამ მხრივ სხდომები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩიხში შევიდნენ, ფაქტობრივად.

ფასებთან ბრძოლის მექანიზმს რაც შეეხება, გადასახადების შემცირებაც არის ერთ-ერთი გზა, მაგრამ ფასების ზრდის მთავარი პრობლემა, სინამდვილეში, მოდის ზოგადად იმ მცდარი ეკონომიკური პოლიტიკიდან, რასაც წლებია საქართველო ახორციელებს, როდესაც უთავბოლოდ და დაუსაბუთებლად ბეჭდავს ლარებს. თავიანთი ფუფუნებისთვის, ბიუროკრატიული საჭიროებებისთვის ფულის ხარჯვისთვის ბეჭდავენ ახალი ფულს და ამ დიდი რაოდენობით ახალი ფულის მიმოქცევაში გასვლა იწვევს ინფლაციას. ანუ, ბევრად უფრო ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს, ვიდრე მხოლოდ გადასახადების შემცირება.

რაც შეეხება ბიზნესმენებს, ყველა მსხვილი ბიზნესმენი, თითქმის ყველა ქსელური მარკეტი, "ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტნიორები არიან", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები