ირაკლი აბესაძე - ქალაქისთვის ძალიან მავნე გადაწყვეტილებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება

ავტორი
Frontnews საქართველო
ქალაქისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და ძალიან მავნე გადაწყვეტილებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება, თუნდაც იქ ტრამპ-თაუერი შენდებოდეს, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დონალდ ტრამპის სახელს საჭიროებების მიხედვით იყენებს.
"პარადოქსულია, როდესაც ივანიშვილის მარიონეტები, რომლებიც ტრამპს "დიფ-სთეითის" მიერ მართულს და მის მორჩილებაში მყოფს უწოდებენ, ახლა ხარობენ, რომ ვიღაცამ რამდენიმე მილიონი გადაიხადა სწორედ იმავე პრეზიდენტ ტრამპის სახელის გამოყენებაში თბილისში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
რაც შეეხება თავად შენობა-ნაგებობას, ის ქალაქისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და ძალიან მავნე გადაწყვეტილებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება, თუნდაც იქ ტრამპ-თაუერი შენდებოდეს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
"ტრამპ თაუერის" პრეზენტაცია თბილისში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
თაგები:
ირაკლი აბესაძე




