ირაკლი აბესაძე - როდესაც ივანიშვილი ხალხს მისცემს საშუალებას, თავად აირჩიოს ხელისუფლება, მაშინ მოეხსნება ეს სანქციები

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ივანიშვილი ხალხს მისცემს საშუალებას, რომ თავად აირჩიოს ხელისუფლება, მაშინ მოეხსნება ეს სანქციები და მაშინ მიეცემა საკუთარ ფულზე წვდომის საშუალება, რაც სამართლიანი იქნება, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი აგრძელებს შემოსავლის მიღებას კანონდარღვევით.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილი აგრძელებს შემოსავლის მიღებას კანონდარღვევით და აშკარად შეუსაბამოდ, მეორე მხრივ, მას სურს, რომ წვდომა ჰქონდეს დასავლურ ქვეყნებში, საიდანაც მისგან კანონიერებას, სამართლიანობას, კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებას მოითხოვენ, ის კი ამ ქვეყნებისგან თავის მილიარდებზე წვდომას ითხოვს, რა თქმა უნდა, ეს თავსებადი არ არის. ივანიშვილი როდესაც თავს გაანებებს ამ ქვეყანაში საზოგადოებაზე თავდასხმას, როდესაც დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს და როდესაც ხალხს მისცემს საშუალებას, რომ თავად აირჩიოს ხელისუფლება, მაშინ მოეხსნება ეს სანქციები და მაშინ მიეცემა საკუთარ ფულზე წვდომის შესაძლებლობა, რაც სამართლიანი იქნება", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ლონდონში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გამოცხადდება.
თაგები:
ირაკლი აბესაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


