ირაკლი აბესაძე - რუსული "ლუკოილი" არაპირდაპირ, მაგრამ აკონტროლებს ქართული "ლუკოილ ჯორჯიას" 50%-ზე მეტს

ავტორი
Front News საქართველო
რუსული "ლუკოილი" არაპირდაპირ, მაგრამ აკონტროლებს 50%-ზე მეტს ქართული "ლუკოილ ჯორჯიას", აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართული "ლუკოილ ჯორჯიაც" მოხვდა აშშ-ის სანქციების ქვეშ, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საინტერესოა, რას იმოქმედებს "ქართული ოცნება".
"აშშ-ის სანქციები პირდაპირ ითვალისწინებს თავად რუსული "ლუკოილის" და იმ კომპანიების დასანქცირებას, რომლებშიც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ისინი ფლობენ 50%-ზე მეტს. გამოდის, რომ რუსული "ლუკოილი" არაპირდაპირ, მაგრამ აკონტროლებს 50%-ზე მეტს ქართული "ლუკოილ ჯორჯიასი", აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართული "ლუკოილ ჯორჯიაც" მოხვდა აშშ-ის სანქციების ქვეშ. უნდა დაველოდოთ როგორ იმოქმედებს რეჟიმი, რომელიც აშკარად კეთილგანწყობილი და ხელშემწყობია სანქცირებული რუსების მიმართ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აშშ-მა რუსეთის 2 უმსხვილეს ნავთობკომპანიას - "როსნეფტს" და "ლუკოილს" სანქციები დაუწესა.
თაგები:
ირაკლი აბესაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


