
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის ცენტრში, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ნაკვეთი, რომელიც დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრისაა, ფაქტობრივად, უფასოდ გადავიდა კერძო მესაკუთრის ხელში და სახელმწიფოს არანაირი უკუგება ფინანსური არ მიუღია, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინვესტორს მიეცა შესაძლებლობა, რომ დანგრევის შემდგომ ააშენოს სასტუმრო, რაც შემდეგში კაზინოებისა და რესტორნების განვითარებასაც მოიცავს.
"იმის მაგივრად, ინვესტორს დავალებოდა, რომ ბიუჯეტში დამატებით გადაეხადა ფული, პირიქით - ინვესტორს მიეცა შესაძლებლობა შენობის მეტალი და შუშა, რომელიც, ფაქტობრივად, მთლიანი შენობის სტრუქტურის 90%-ია, გაასხვისოს და მიღებული შემოსავალი თავისთვის დაიტოვოს - ანუ, კიდევ დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩინეს ინვესტორს და რაც ყველაზე საგანგაშო და მძიმეა ამ შემთხვევაში, ინვესტორს მიეცა შესაძლებლობა, რომ დანგრევის შემდგომ აქ ააშენოს სასტუმრო, რაც თავისთავად შემდეგში კაზინოებისა და რესტორნების განვითარებასაც მოიცავს.
ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც დედაქალაქის ცენტრში, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ნაკვეთი, რომელიც დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრის ნაკვეთი, ფაქტობრივად, უფასოდ გადავიდა კერძო მესაკუთრის ხელში და სახელმწიფოს არანაირი უკუგება ფინანსური არ მიუღია", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დემონტაჟის ნებართვა გასცა.
თაგები:
ირაკლი აბესაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს