
ავტორი
Front News საქართველო
შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო დაკავების ერთი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 131-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებითაც.
"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ - უკანონოდ გამოძევებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.
შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო დაკავების ერთი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
თაგები:
ირაკლი ანთაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს