ირაკლი ანთაძე – ყველა ჩვენი თანამოქალაქე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი პრიორიტეტი გახლავთ რა თქმა უნდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საკითხი, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“ამ პერიოდისთვის უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე. რაც შეეხება პროცესებს, გაიმართა ვლადიმერ კანიაშვილის და კახაბერ ნათაძის სასამართლო პროცესები. ბრძოლა რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ისევე როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებშიც, როდესაც მათ მიესაჯათ უკანონო სასჯელები, ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ანთაძემ.
თაგები:
ირაკლი ანთაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა