
ავტორი
Front News საქართველო
“თბილსერვისის” თანამშრომლის ირაკლი ბაღდავაძის თქმით, მის დაკავებას აპირებენ.
როგორც ბაღდავაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა, პროტესტისა და ხელმძღვანელობის მხილებისთვის, მის დასჯას აპირებენ.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ჩემ დაჭერას. რამდენიმე ადამიანის აყვანას, დაწერას, რომ ვითომდა მე ვემუქრებოდი ჩაცხრილვით. ნეტა რითი უნდა ჩავცხრილო, ცოცხით? დამპალი მანქანით, თუ ბუნკერით?
მივმართავ სახალხო დამცველს და ვთხოვ, ერთადერთი კაცი ვარ, არ მაქვს ფინანსები რომ მყავდეს წესიერი იურისტი. კორუფციას ვებრძვი მარტო. დამიდგეს გვერდში ვინმე უფასოდ არ შეიძლება? მჭირდება სახალხო დამცველის გვერდში დგომა, წესიერი იურისტის გვერდში დგომა და ამის საშუალება არ მაქვს”, – აცხადებს ბაღდავაძე.
თაგები:
თბილსერვისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს