Logo

ირაკლი ჭეიშვილი - გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, ჩვენი ოპოზიციისთვის ეს აღიარება სიკვდილია

პოლიტიკა
302
Frontnews image description

გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, რეგიონში, ჩვენი ოპოზიციისთვის ეს აღიარება სიკვდილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

"მთელი მსოფლიო აღიარებს, რადგან ეს არის ფაქტი, ეს არის ციფრები! შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ეკონომიკურად ვუსწრებთ მოლდოვას, უკრაინას, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის, დემოკრატიის ინდექსითაც.

გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, რეგიონში, იქნება ეს ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიის ინდექსით თუ სხვადასხვა სკალით, სადაც ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ჩვენი ოპოზიციისთვის. მათთვის ეს აღიარება არის სიკვდილი“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები