Logo

ირაკლი ჭეიშვილი - წლების განმავლობაში, USAID აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც

პოლიტიკა
401
Frontnews image description

წლების განმავლობაში, USAID აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც, ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

"USAID რას ემსახურებოდა მსოფლიოში და მით უფრო, საქართველოში, ყველა კარგად ვხედავდით. საქართველოში რასაც აფინანსებდა USAID - არეულობას, მიტინგებს, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, იგივე ვერ განხორციელდება, რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მოწოდების სიმაღლეზეა. 

წლების განმავლობაში, USAID აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც. ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს. [კანონებზე] გვერდის ავლის მცდელობები ექნებათ, ეს არ არის დღევანდელი სცენარი, ეს არის "დიფ სთეითის" გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, ეცდებიან, კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ თანხების შემოდინება, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მყისიერი რეაგირება და მაქსიმალური კონტროლი გვექნება ნებისმიერ შემოსულ დაფინანსებაზე", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები