Logo

ირაკლი ჩიქოვანი ინდოეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
23
Frontnews
ირაკლი ჩიქოვანი ინდოეთის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ინდოეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები