Logo

ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს 2008 წელს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა

პოლიტიკა
12
ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს 2008 წელს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა

საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინდელ ხელისუფლებას წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა.

„საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას აკეთებდნენ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, საერთაშორისო სასამართლოებში ქართველი ჯარისკაცების გასამართლებლად.

„საერთაშორისო სამართალში ნიშნავს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენი ჯარისკაცების სიმართლე დაემტკიცებინა. ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, იქამდე ამისთვის არაფერი არ გაკეთებულა და პირიქით, ბევრი რაღაცა იყო მიმობნეული, ბევრ რაღაცას ჰქონდა ხაზი გადასმული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები