Logo

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა

პოლიტიკა
35
Frontnews
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.

ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს, რომელიც საქართველოში საკუთარ მისიას ასრულებს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები