Logo

ირაკლი ჩიქოვანმა კატარის სახელმწიფოს ელჩს უმასპინძლა

პოლიტიკა
161
Frontnews image description

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის სახელმწიფოს ელჩთან, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, კატარის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის მიწვევით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დოჰაში ვიზიტისა და კოლეგასთან შეხვედრის საკითხებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები