Logo

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
155
Frontnews
ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები