ირაკლი ჩომახაშვილი – ეს სისხლის სამართლის საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე


ავტორი
Front News საქართველო
ზუსტად იცოდეს ყველამ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ დაკავებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა გამომძიებელი იტყუება.
“ზუსტად იცოდეს ყველამ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე, ჩამოვა აუცილებლად კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და ჩვენ თავის დროზე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ყველა პირის დადგენაში. ეს პირები დადგენილი იქნებიან და მინიმუმ მოშორებული იქნებიან სისტემას იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანები მუშაობდნენ სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
საბა სხვიტარიძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორმა მოწმემ მისცა ჩვენება.
საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ირაკლი ჩომახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს