Logo

ირაკლი ჩომახაშვილი - ქმედება, რომელიც ბრალდების მხარის მოსაზრებით არის დანაშაული, ითვალისწინებს თავისუფლების 7-დან 14 წლამდე აღკვეთას

სამართალი
41
Frontnews image description

ქმედება, რომელიც ბრალდების მხარის მოსაზრებით არის დანაშაული, არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და ითვალისწინებს თავისუფლების 7-დან 14 წლამდე აღკვეთას, - ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა მრავალი წლით ადამიანებს პოლიტიკური აქტივობის გამო ადამიანებს იჭერ, შემდეგ უკვე ვითარება მძიმდება, როგორც ქვეყნის თვალსაზრისით, ასევე მოქალაქეების მიმართაც.

"ქმედება, რომელიც ბრალდების მხარის მოსაზრებით არის დანაშაული, არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და ითვალისწინებს თავისუფლების 7-დან 14 წლამდე აღკვეთას, ეს კი  ერთი ორად ამძიმებს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც შეიძლება ამ სისხლის სამართლის საქმის გარშემო იყოს, ამიტომ სანამ სასამართლოც და ზოგადად, ბრალდების მხარე მსგავს მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მერე უკან დასახევი გზა აღარ იქნება. როცა მრავალი წლით ადამიანებს პოლიტიკური აქტივობის გამო ადამიანებს იჭერ, შემდეგ უკვე ვითარება მძიმდება, როგორც ქვეყნის თვალსაზრისით, ასევე მოქალაქეების მიმართაც", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი გაიმართება. საქმე საბოტაჟს ეხება. სხდომას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი წარმართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები