
ავტორი
Front News საქართველო
არა მარტო გიორგი ქადაგიძე, არამედ სხვა უამრავი ადამიანი არის ნახსენები კიდევ, - ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩელი.
“არა მარტო გიორგი ქადაგიძე, არამედ სხვა უამრავი ადამიანი არის ნახსენები კიდევ. ჩვენი მოცემულობა ის არის, რომ ცუდია, რომ ის გაჟღერებულია იმიტომ, რომ ეს არის ცრუ ჩვენებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, თუმცა გამოძიების ეტაპზე ნახსენები იყო რამდენიმე ისეთი პირი, მათ შორის გიორგი ქადაგიძეც, რომელიც ამ საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
ამას აქვს პოლიტიკური სარჩული და როდის რას გადაწყვეტს ბრალდების მხარე, ეს დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
ირაკლი ჩომახაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს